Saturday, May 2, 2020

საკუთარი ცხოვრების მართვა

სალამი! როცა საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ პირველმა ბლოგმა ასე თუ ისე წარმატებით ჩაიარა და თან მეც მშვენივრად ჩამოვყალიბდი ახალ საკითხზე, ახლა მეორე თემით გიბრუნდებით. 
ბევრი იდეა მიტრიალებდა თავში და ყველაფერი რომ შევაჯამე, მგონი, ყველაზე საინტერესო თემაზე შევჯერდი.

 რამდენიმე დღის წინ, ახლო მეგობარმა მომწერა, ჩემს ნათესავს ჩემი ნამუშევრების წაკითხვა სურს და უნდა წავშალო, რომ არ ნახოსო. ყველაზე საინტერესო სხვა რამეა. იცით, ამის გაკეთება რატომ გადაწყვიტა? ისეთ პიროვნებებზე წერდა ნაწარმოებს, ნათესავმა რომ ნახოს, დამიწყებს, მათზე რატომ წერო და ალბათ, დაცინვასაც მიიღებდა. რამდენიმე კაცი, საკმაოდ დიდ ხანს ვარწმუნებდით იმაში, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და მადლობა ღმერთს, შედეგსაც მივაღწიეთ. ახლა, ეს მეგობარი ამ ბლოგს რომ წაიკითხავს, დიდი ალბათობით გაოცდება და რამდენიმე წუთი დასჭირდება იმაზე ჩამოსაყალიბებლად, რომ მართლა მისი ისტორია მოვიყვანე მაგალითად და ვერც წარმოიდგენს, მისი როგორი მადლობელი ვარ, ჩემი ინსპირაციის წყარო რომ გახდა.

 ეს, უბრალოდ ერთი კონკრეტული მაგალითია. ასეთს, მაგრამ სახეცვლილს, ჩვენს ცხოვრებაშიც უამრავს ვაწყდებით. საქმე იმაშია, რომ სხვები ცდილობენ ჩვენი ცხოვრების მართვას, თითქოს, თავიანთი არ ჰყოფნით ან კიდევ, ეს უბრალოდ ჰობად აქვთ. ყველაზე დიდი უბედურება იცით რა არის? ამაში ხელს არ ვუშლით. ვაცდით, როგორ გავლენ ბოლოში და როგორ გამოძერწავენ ჩვენს საკუთრებას ისეთად, როგორადაც მათ სურთ. გვიჩნდება კითხვა-თუ ეს მართლა ასე ხდება და მაინც იმას ვამბობთ, რომ ეს ჩვენი ცხოვრებაა, რა გვრჩება ჩვენ? პასუხი საკმაოდ უხეში და კონკრეტული, თუმცა რეალურია-საერთოდ არაფერი, არაფერი, გარდა დიდი, არეული გორგალისა, რომლისაც ვერც თავი მოგვიძებნია და ვერც ბოლო. 
უცნაური და ახალი რამ საერთოდ არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ზოგს უბრალოდ სხვაზე აქვს გადაბარებული მათი ცხოვრების მართვა. დაახლოებით, ისეთ სიტუაციას ჰგავს, კომპანიის მმართველი მომუშავეებს რომ აბარებს ყველაფერს და თვითონ არაფერს აკეთებს. ამ შემთხვევაში, ამ ხალხს, მომუშავეები არა, მაგრამ მშობლები ჰყავს და იქამდე არიან მათ კისერზე ჩამოკიდებულები, სანამ დამხმარეებს პირში სული უდგათ. 
საბოლოოდ, ისიც უკვირთ, წარმატებას რომ ვერ აღწევენ. რა ხდება სინამდვილეში? მათ არ იციან ცხოვრება!როგორ შეიძლება მოსწავლემ ტესტი მაღალ ქულაზე დაწეროს, თუ არაფერი გაეგება? ნუთუ გადაწერს, მის ნაშრომს კარგი რიცხვი დაწერება და ამით საკუთარ თავს დააჯერებს, რომ კარგად სწავლობს? ადამიანი ცხოვრებას იქამდე ვერ ისწავლის, სანამ სხვის იმედზე იქნება. ტყუილად არ უთქავმთ, იქამდე ვერ ისწავლი მთაზე ასვლას, სანამ რამდენჯერმე არ დაეცემიო.
 იმისთვის, რომ რამეს მიაღწიო, ჯერ იმისი ძალა უნდა შეგწევდეს, შენი ყოველდღიურობა რომ მართო. 

წარმოიდგინეთ, რომ ამინდის ცვალებადობის კონტროლი შეგიძლიათ, მაგრამ ამისთვის შრომა გჭირდებათ. მაშინ,ხვალინდელ დღეს მზიანს ვერ გაითენებთ, თუ დღეს შუაღამემდე ვერ გადაყრით შავ ღრუბელს. ასე რომ, არ უნდა იყოთ ,,მშიშრები" და უნდა შეგეძლოთ, საკუთარი ცხოვრების მართვა იმისთვის, თუ ხვალ წარმატების მიღწევა და რაიმე კარგის გაკეთება გინდათ.

No comments:

Post a Comment

ქეროფობია-ბედნიერების შიში

სალამი!  მოკლედ, შარშანდელი კარანტინიდან მოყოლებული, რაღაც ფობიების აღმოჩენა დავიწყე და თან სულ ისე მემთხვევა, მაშინ აღმოვაჩენ, მეც მსგავსი ...