Wednesday, April 22, 2020

პირველი ნაბიჯი

სალამი!
ადამიანები ერთმანეთისგან რომ განსხვავდებიან, მგონი ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. არც ის მინდა, პირველივე ბლოგი მოსაბეზრებელი თემით დავიწყო და შემდეგის წაკითხვის სურვილი დაგიკარგოთ.  თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ადამიანები ერთმანეთისგან განხვავდებიან და იმისი ალბათობაც, რომ ეს ბლოგი, რაც არ უნდა კარგი იყოს, ყველას მოეწონება, ალბათ 1%-ც კი არაა.
სინამდვილეში, ბლოგების წერის სურვილი უკვე დიდი ხანია მაქვს. სულ ვორჭოფობდი და იმდენად ვიყავი სხვადასხვა შიშით შეპყრობილი, იდეის განხორციელებას ოდესმე თუ შევძლებდი, არ მეგონა. როგორც ჩანს, ყველაფერია მოსალოდნელი და როგორც იქნა, გადავდგი პირველი ნაბიჯი (თუმცა არც კი ვიცი, რამდენად წარმატებული იქნება. ზოგადად, თითქმის ყველა ახალ წამოწყებაში მიმართლებს და ახლაც ამისი იმედი მაქვს). ის კი ზუსტად ვიცი, რა მინდა. ისეთივე მეგობრული ატმოსფეროს შექმნა მინდა, როგორიც ჩემს ყველა ჯგუფშია და არც მონოტონურ საუბარს ვაპირებ. ხო, ერთი რამ გამომრჩა-ზუსტად ისეთივე მარტივი ენით მინდა გესაუბროთ, როგორც ამას ყოველდღიურობაში ვაკეთებ.

ზოგადად, ადამიანი ყველაფერს ისე აღიქვამს, როგორც უნდა და იგებს მხოლოდ იმას, რაც უნდა. თქვენ მარტივად შეგიძლიათ, საკუთარ თავს დააჯეროთ, რომ ნებისმიერი ახალი წამოწყება თქვენთვის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ჯეკპოტის მოგება ან პირიქით, იმდენად ცუდად იმოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე, როგორც ყველაზე დაბალ დონემდე გაღარიბება. საუბედურო ისაა, რომ მიუხედავად იმისა, ხალხი თავიანთი წამოწყებებით საკუთარი ცხოვრების შეცვლას ცდილობს, სხვების აზრს უფრო უსმენს, ვიდრე შინაგანი ,,მე-ს.  ხალხი რომ გამოკითხოთ, ალბათ ათიდან შვიდი მაინც გეტყვით (თუ უფრო მეტი არა), რომ საერთოდ არ აინტერესებთ სხვისი აზრი და ისე ცხოვრობენ, როგორც უნდათ. ეს რომ ბოლომდე სიმართლე არ არის, მგონი ამას თვითონვე ხვდებით. ფაქტი ისაა, რომ ადამიანი რაც არ უნდა თავდაჯერებული იყოს, სხვისი აზრი ცოტათი მაინც დააინტერესებს და ხალხს ბევრს თუ მოუსმენს, შეიძლება გადაწყვეტილი რამეც კი გადაიფიქროს. 
ჩემი აზრით, სწორედ ესაა სამყაროს უბედურება-ხალხი პირველ ნაბიჯსაც კი ვერ დგამს თავისუფლად. საკვირველია, რაღაც დოზით სხვების აზრი მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ რაღაც დოზით. მათი რჩევები იმდენად არ უნდა შემოვუშვათ ჩვენს გონებაში, რომ საკუთარი ფიქრებისთვის ადგილი არ დაგვრჩეს. 

,,პირველ ნაბიჯს" რომ ვახსენებ, ზოგიერთ თქვენგან შეიძლება რამე უზარმაზარი წამოწყებისკენ გაექცეს გონება და იფიქროს, ეს ბლოგი მათ ცხოვრებას საერთოდ არ შეესაბამება, მაგრამ ასე სულაც არაა. ყველა, შედარებით სერიოზულ საკითხს თავი რომ დავანებოთ, თქვენ მაშინაც კი პირველ ნაბიჯს დგამთ, წიგნს რომ იღებთ და გაკვეთილის სწავლას იწყებთ. ზუსტადაც! სასაცილოა, მაგრამ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია! ზოგისთვის შეიძლება სასაცილო, თქვენთვის კი უდიდესი წამოწყება მომავლის შესაქმნელად!
ისე, როგორც მედალს, ყველაფერს აქვს ორი მხარე-კარგი და ცუდი. საერთოდ არ ვაპირებ, იმის თქმას, რომ ახალი გადაწყვეტილებები, აუცილებლად გაამართლებს. ცხოვრებაში ერთხელ მაინც დამარცხდებით ან ორჯერ, სამჯერ და ვინ იცის, ეს რიცხვი შეიძლება ძალიან გაიზარდოს.
 ბევრი ონლაინ მეგობარი მყავს. ჩემსავით ონლაინ წიგნებს წერენ (რაღაც ამის მსგავსია, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ფიკი ჰქვია) და ზოგიერთი მათგანი ნეგატიურ კომენტარებსაც იღებს. ამას რომ კითხულობენ, გული ისე სწყდებათ, ფიქრობენ, ღირს ყველაფრის შეწყვიტონ. თქვენი აზრით ეს გამოსავალია? მე ზუსტად ვიცი, რომ არა და მათაც სულ ამას ვეუბნები, რომ ყველაფრის დასრულებით არაფერი მოგვარდება. დარჩებით მხოლოდ გულგატეხილები და საკუთარი თავის უკამყოფილონი იმის ნაცვლად, რომ იმის კეთება გააგრძელოთ, რაც თქვენ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნეგატიური კომენტარების ავტორების გარდა უამრავ ადამიანსაც) დიდ სიამოვნებას განიჭებთ.
 რა თქმა უნდა, გარანტია იმისა, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლით, მეც და ყველამაც ზუსტად იცის, რომ 100%-ია: ,,ბევრი ცდა, აუცილებლად გამოიღებს შედეგს".

მე მაინც მგონია, რომ ადამიანს წარმატების მიღწევა თუ უნდა, აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ერთი ხელის მოსმით ეს არ მოხდება.
როგორ მივაღწიოთ წარმატებას?
ამისთვის ბავშვობიდანვე უნდა ვიშრომოთ.
ჰო, 3-4 წლის ბავშვი დიდს ვერაფერს გააკეთებს, მაგრამ შეუძლია, თავისი სათამაშოები მაინც დააბრუნოს ადგილზე და შრომა ისწავლოს.
 თინეიჯერებს უნდა შეეძლოთ, საკუთარი პრობლემების თვითონ მოგვარება (არ გაგიკვირდეთ, რომ ეს უამრავ თინეიჯერს არ შეუძლია). რადგანაც ამ ბლოგს დიდი ალბათობით თინეიჯერები წაიკითხავენ, პირდაპირ თქვენთან ვისაუბრებ და რაც არ უნდა უხეშად გამომივიდეს, გეტყვით, რომ ხელი უნდა გავანძრიოთ ჩვენი მომავლის აქედანვე შესაქმნელად. ცხოვრების ბოლომდე ვერ გვეყოლება ვინმე ისეთი, ვინც გზას გაგვიკვალავს, ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ ეს. რაც მთავარია, პირველი ნაბიჯის გადადგმის არასდროს უნდა შეგვეშინდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ სხვისი აზრი მხოლოდ ნორმის ფარგლებში გავითვალისწინოთ და დამარცხებას არ უნდა შეგვაშინოს-: “წარმატება არის დამარცხებათა სერია, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე”  – უინსტონ ჩერჩილი.


4 comments:

  1. Ise kargad da shtamagoneblat saubrob rom mec ki mominda blogeroba🤓warmatebebi momavalsgi,imedia didi auditoriac geyoleba da me am auditoriis nawuli aucileblad viqnebi😉🤠♥️

    ReplyDelete
    Replies
    1. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3 <3

      Delete
  2. მართლაც რომ სამოტივაციო იყო, მადლობა შენ და წარმატებები, მჯერა რომ ბევრი წარმატება იქნება შენი ცხოვრების თანმდევი ❤️

    ReplyDelete
    Replies
    1. გმადლობ, ძალიან დიდი მადლობა ❣❣❣💜

      Delete

ქეროფობია-ბედნიერების შიში

სალამი!  მოკლედ, შარშანდელი კარანტინიდან მოყოლებული, რაღაც ფობიების აღმოჩენა დავიწყე და თან სულ ისე მემთხვევა, მაშინ აღმოვაჩენ, მეც მსგავსი ...