სალამი!
რასაკვირველია, ცხოვრებაში ყველა ახალი შემთვევა, რაღაც აქამდე უცხოს გვასწავლის. ბოლო პერიოდია, თავს შეპყრობილად ვგრძნობ. ეს არის უცნაურობა, დაძაბულობა და გაურკვევლობა, რასაც, დიდი წვალების შემდეგ, სახელიც ვუპოვე-აპეიროფობია.
მაშინ, როცა ცხოვრებაში რაღაც ან ვიღაც კარგს აღმოვაჩენთ, მისი სამუდამოდ შენარჩუნება ჩვეულებრივი ამბავი გვგონია. მუდამ ისეთი შეგრძნება გვაქვს, ეს კონკრეტული მთელი ცხოვრება, გარდაცვალებამდე ჩვენთან იქნება და საერთოდ არ ვუშვებთ მისი ერთ დღესაც გაუჩინარების შემთვევას. კარგი, შეიძლება ამაზე ერთ-ორჯერ დავფიქრდეთ, მაგრამ ეგოისტობა და საკუთარ თავზე მხოლოდ კარგის ფიქრი ამასაც სძლევს და გონებას მალევე ვასვენებთ.
მართლა უცნაურები ვართ. როცა რაღაცას ძალიან შევეჩვევით, სასრულობის მძაფრი შიში, ჩვენში აღმოცენებას იწყებს. დროის გასვლასთან ერთად, ისე იზრდება, ჩვენზე დიდიც კი ხდება და, საბოლოოდ, არსებობს აპეიროფობია და მასზე მიბმული ჩვენი სხეული, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურობისთვის. შიში ისეთი დიდია, ის განაგებს ყველაფერს, ჩვენ კი მხოლოდ ემოციურად ვეხმარებით, ხან ტირილით, ხან სევდით, ხანაც უბრალოდ მოწყენილობით ან ჯავრის რამეზე/ვინმეზე ყრით.
პატარობაში, არ გყოლიათ მეგობარი, რომელსაც დროის გასვლასთან ერთად ისე ჩამოშორდით, ვერც გაიაზრეთ? მაშინ უბრალოდ ვერ აფასებდით რაღაცეებს ისე, როგორც ახლა და ვერც იმაზე ფიქრობდით, მის გარეშე ცხოვრებას როგორ გააგრძელებდით. მაშასადამე, მაშინ ვერ იაზრებდით, რა იყო აპეიროფობია.
ბევრს ვფიქრობ და მგონია, არ აქვს აზრი ასაკს. ხალხზე ან რაიმეზე მიჯაჭვულობა არ არის ისეთი რამ, ცხოვრების გავლასთან ერთად რომ ისწავლებოდეს. ალბათ, გააჩნია იმის სიკარგეს, რაზე დამოკიდებულებიც ვხდებით. სულ რომ ნახევარ საუკუნეზე მეტი იცხოვრო, შეიძლება, ისეთი რამ გამოჩნდეს, რასაც უბრალოდ ვერ გაექცევი, თუნდაც, მერე გული გეტკინოს. ურთიერთობა უბრალოდ ვერ აეწყოო-ასეთებზე მსგავსი სიტყვები გამიგონია და მართალიცაა, უბრალოდ პირდაპირი და გულისდამწყვეტი. მეტად მამაცები, ძლიერები და ყველაფერთან ერთად, არაადამიანურებიც რომ ვიყოთ, მხოლოდ მაშინ არ გვეტკინებოდა გული. ეს ყველაფერი იმდენად ცივად ჟღერს, მართლა სჯობს, გეწყინოს, ვიდრე რამეს ვერ გრძნობდე.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, მართლა მომწონს ეს ფობია. კი, ყველაფერი მაინც სრულდება და ამის შიშიც უცნაური და უაზროა...
სამაგიროდ აფასებ რაღაცას და ამიტომ გეშინია მისი დაკარგვის.
სამაგიეროდ, ეს ყველაფერი შეnთვის რაღაცას ნიშნავს და ამიტომ ღელავ ასე.
სამაგიეროდ, რაღაც ძვირფასი გაგჩნია და აპეიროფობიაც ამიტომ არსებობს.
მართლა ურევია ბედნიერების რაღას მარცვალი სასრულობის შიშში.
No comments:
Post a Comment