Thursday, November 5, 2020

ბნელ კუთხეში დამალული საკუთარი თავი

სალამი!
დღეს 6 ნოემბერია, სუსხმა და მოღრუბლულობამაც აშკარად იმატა. ზუსთად ისეთია ამინდია, ზოგს ძილიკენ, ზოგს მუშაობისკენ, რაღაც განსხვავებულის შექმნისკენ, ზოგს კი ფიქრისკენ რომ უბიძგებს.
ადრე გამოეღვიძა და გამიკვირდა. ასეთ ამინდში, ჩვეულბრივ, თვალის გახელაც არ მინდა ხოლმე, მაგრამ დღის მეორე ნახევარს ყოველთვის წერაში ვატარებ, საღამოს კი ხატვაში.
დღეს, ყველაფერი უცნაურად დაიწყო. გამოფხიზლებული არ ვიყავი, ბლოგის დაწერა რომ მომინდა. კვირაზე მეტია, რამდენიმე თემას განვიხილავ და როგორც იქნა, ერთზე შევჯერდი.

ამაზე დაფიქრებულხართ?

ჩვენ, თითქოს უამრავ ქაღალდში შეფუთული საჩუქრები ვართ. ერთი შეხედვით, გარეგნულად, ულამაზედას გამოვუყურებით. 
გარშემომყოფები ყოველთვის ხედავენ იმას, რაც თვალის ერთი შევლებით ჩანს.
ყველა ადამიანი ხომ საოცარია, მშვენიერი და ინდივიდუალური. საქმე იმაშია, რომ საჩუქრის ბოლომე გახსნა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ჩვენს ვხედავთ ბნელ კუთხეში დამალულ საკუთარ თავს, რომელიც ისე საგულდაგულოდ მიმალულა, ისე მიყუჟულა და დადუმებულა, ზოგჯერ, გართობის და ყურადღების სხვა რამეზე გადატანის დროს, ჩვენც კი აღარ გვახსოვს. 
მარტივად რომ ვთქვათ, ყველას გვყავს მეორე, ან უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, პირველი ჩვენ, რომელის ხალხს არასდროს ენახვება, მუდამ ჩუმადაა და მხოლოდ მაშინ გვახსენებს თავს, როცა მოგონებები, სევდა და გულისტკივილი შემოგვიტევს.

კუთხეში დამალულ "მე"-ს არ ჰქონია იმისი შესაძლებლობა, ამ სამყაროში გამოსულიყო და აქაური ცხოვრებისთვის თვალი მოევლო. აშკარაა, ამ სისასტიკეს ვერც გაუძლებდა. მისი მოვალეობა, ალბათ ასე ყოფნაა, რთულ სიტუაციებში მაინც რომ დაგვეხმაროს ან პირიქით, გვაგრძნობინოს, რა სუსტები და საცოდავები ვართ. 

უცნაურია, მაგრამ თითქოს, ერთი მხრივ, მისი არსებობა მომწონს კიდეც. 
ადამიანეს გვჭირდება რაღაც ან ვიღაც, რომელიც გვაგრძნობინებს და შეგვახსენებს, ვინ ვართ სინამდვილეში და რას წარმოვადგენდით იქამდე, სანამ ცხოვრების სისასტიკეს შევეჯახებოდით და გარდაქმნა მოგვიწევდა.
ჩვენ მუდად გვჭირდება ბიძგი, სიმართლის წინაშე დადგომა და საკუთარი თავის კარგად ცნობა.
ზოგჯერ გვგონია, რომ ერთი კარგი სიტუაცია და სხვა, "მაგარ" ადამიანებად ვართ გარდაქცეულები.

და სინამდვილე რა არის?

ჩვენ ერთი უბრალო არსებები ვართ. რაც არ უნდა დარწმუნებული იყო საკუთარი თავის სიძლიერეში, უნდა გახსოვდეს, რომ სუსტი წერტილი შენც გაქვს, რომელიც მაშინვე იჩენს თავს, შინაგანი  "მე" არსებობას რომ შეგახსენებს.


მერე, ისევ გაძლიერდები....
მერე, გულს გატკენენ და ისევ დაინახავ საკუთარ თავში დამალულ არსებას, შენს გულში რომ დაუდია ბინა...
მერე, ისევ გაძლიერდები...

მერე...

მერე...

მერე...

ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.

თქვენ მთელუ ცხოვრება ერთად მოგიწევთ ყოფნა, სანამ შენთან ერთად, მასაც არ შნანთქავს მიწა.

მერე...

მხოლოდ მაშინ გაქრები შენც და ისიც.

No comments:

Post a Comment

ქეროფობია-ბედნიერების შიში

სალამი!  მოკლედ, შარშანდელი კარანტინიდან მოყოლებული, რაღაც ფობიების აღმოჩენა დავიწყე და თან სულ ისე მემთხვევა, მაშინ აღმოვაჩენ, მეც მსგავსი ...