Wednesday, October 14, 2020

შენ-ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი


დღეს, რომ გავიღვიძე, აქამდე უცნობი გრძნობა დამეუფლა. ასე მეგონა,  სულ სხვა გარემოში გავახილე თვალი. თუმცა არა, მე ისევ ჩემს საწოლში, თბილად ვიწექი, უბრალოდ, სულ სხვა გრძნობებითა და სხვა შეხედულებებით. 

ალბათ, იმიტომ არ დავიწყე ეს ბლოგი უკვე ჩვევაში გადაზრდილი ,,სალამი"-თ, რადგანაც მინდა, რაც შეიძლება მალე დავწერო და მოკლე ტექსტში ჩავტიო ჩემი სათქმელი. 

შენ, ოდესმე, გულახდილად გიფიქრია იმაზე, თუ ვინ ხარ? ან თუ დაინტერესებულხარ, რატომ არსებობ მაინც და მაინც შენ, და არა ვინმე სხვა შენს ნაცვლად? მაშინ, მე გეტყვი, რომ შენ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ხარ მთელს გალაქტიკაში. შენ სირიუსი ხარ, ყველაზე მნიშვნელოვანი და მეტი სიკაშკაშის მქონე ვარსკვლავი. შენი მოვალეობაც, ვფიქობ, ესაა-უნდა გაანათო შენი და სხვების ცხოვრება.

 "შენ", შენ", "შენ", ხშირად მინდა ამ სიტყვის გამეორება, რათა კარგად გაიგო, რომ ამ სამყვაროს მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ.

არ არსებობს ბევრი აზრი იმასთან დავაკშირებით, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია საკუთარი ცხოვრების მართვა. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც შეუძლია ცხოვრება ისე წარმართოს, როგორც უნდა. სწორედ ამიტომ, არ ხარ ვალდებული, დაიმალო ან ჩაქვრე. პირიქით! შენი მოვალეობაა იქამდე ანათო, სანამ ეს შეგეძლება, თუ არ შეგეძლება, ძალა უნდა მოიკრიბო, რათა შეძლო. 

შენს გარეშე არაფერი გამოვა, შენ სხვების ცხოვრებასაც ანათებ. ვიცი, შეიძლება, ვერც კი წარმოიდგენდე, მაგრამ შენ უბრალოდ კი არ არსებობ, არამედ, ათეულობით, ან ვინ იცი, შეიძლება, ასეულობით ადამიანსაც კი ახარებ შენი არსებობით. დაფიქრდი, რამდენ ადამიანს უყვარხარ, რამდენი ადამიანი გაფასებს და რამდენ მათგანს სჭირდება შენი არსებობა. 

ჰო, შეიძლება არ გყავდეს ბევრი მეგობარი, არც ბევრი ნათესავი, თუმცა, მიმოიხედე! ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ძვირფასი ადამიანი რომ გყავდეს, მარტო მისთვისაც კი ღირს სიკაშკაშე. დაფიქრდი, როგორ უხარია შენი დანახვა, სითბო, თითოეული სიტყვა. წარმოიდგინე, როგორ ანათებს მის გონებაში მზე მაშინაც კი, როცა ძლიერი მოღრუბლულობაა. 

შენ არ დაბადებულხარ მხოლოდ იმისთვის, რომ გაიღვიძო, ჭამო, დღის ჩვეულებივი ,,რიტუალები" შეასრულო, მერე ისევ დაიძინო და ყოველ დღე იგივე გაიმეორო. შენ არ ხარ რობოტი! შენ ადამიანი ხარ, ის, ვინც მრავალი უნარითაა  გაჟღენთილი. უნდა ეცადო, არ იყო ჩვეულებრივი, რადგან არც ხარ! შენ, რაღაც ახალი უნდა გააკეთო, უნდა გააფერადო ცხოვრება და უნდა ანათო! სამუდამოდ უნდა ჩაიბეჭდო ტვინში, რომ მოდუნების უფლება არ გაქვს, ამისთვის არ დაბადებულხარ! მუდამ რაღაცის ძიებაში უნდა იყო, მუდამ რაღაც ახალს უნდა აკეთებდე!

სულ უნდა გახსოვდეს, რომ შენ განსაკუთრებული და  მნიშნვნელოვანი ხარ!

 გაიხსენე! შენ არ ხარ უბრალო არსება! შენ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ხარ მთელს გალაქტიკაში! შენ, სირიუსი ხარ!...

No comments:

Post a Comment

ქეროფობია-ბედნიერების შიში

სალამი!  მოკლედ, შარშანდელი კარანტინიდან მოყოლებული, რაღაც ფობიების აღმოჩენა დავიწყე და თან სულ ისე მემთხვევა, მაშინ აღმოვაჩენ, მეც მსგავსი ...